ევროკავშირი ლაგოდეხში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ახალ პროექტს იწყებს
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, პროექტი ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტი “მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC) და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა). პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა და არასამტავრობო ორგანიზაციის ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.