წინანდალში მდებარე მუხიანის ტყეს შესაძლოა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს
აღნიშნული საკითხი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრაზე განიხილეს. როგორც knews.ge-ს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა გიორგობიანმა განუცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩართულობით, ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხიანის ტყე-პარკი ალ.ჭავჭავაძის მუზეუმთან მდებარეობს და ბოლო წლების განმავლობაში უკონტროლო ჩეხვის გამო საუკუნოვანი მუხების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.