ლაგოდეხში 400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და 400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის ჭაბუკიანის, ქალქვას, ძირკოკის, ჭანდარისა და ვეჯინის მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.