სამართლიანი არჩევნები – ყველაზე რთული ახმეტის საარჩევნო ოლქი იქნება
მისი გენმარტებით, ახმეტაში თავმოყრილია რთულად მისადგომი საარევნო უბნები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, დაკვირვების თვალსაზრისით, სირთულეს წარმოადგენს.
“განსაკუთრებით მინდა გამოვყო სოფელი ყარაჯალა, რომელი იქნება ახმეტის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში. ვისურვებდი, რომ ამ ოლქში არჩევნები ჩატარდფეს მშვიდ და სამართლიან გარემოში. გარდა ამისა, კახეთში საკმაოდ რთული იქნება შეერთებული სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სირთულეები არ აისახოს არჩევნების ხარისხზე”, – აღნიშნა ნანა დევიძემ.
2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რჩება, თუმცა არსებითად შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები.
ერთი საარჩევნო ოლქის საზღვრებშია გაერთიანებული ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალასა და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.