პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაიზრდება
შესაბამისი დოკუმენტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. პენსიონერების განცხადებით, 20 ლარით პენსიის გაზრდა შეღავათია, თუმცა გარემო პირობებთან შეუსაბამო.
,,როგორც ვიცი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წელს 160-დან 165 ლარამდე მერყეობს. მაინტერესებს ცხოვრების აუცილებელი პირობებისთვის ერთი სულისთვის 160 ლარი საკმარისია? მესმის რომ ეტაპობრივად იზრდება პენსია, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირია. ახლა დოლარის კურსმა შედარებით დაიკლო, მაგრამ ბაზარსა და მაღაზიებში ყველაფერი კვლავაც ძვირია და იგივე ფასებია შენარჩუნებული. ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ და ვალდებულია, იზრუნოს ღარიბ მოსახლეობაზე, მათი უპირველესი მოვალეობა სწორედაც რომ ეს არის“, -განუცხადა Knews.ge-ს ციცინო მახარაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას რეფორმაზე, რომელიც პენსიის დაგროვებითი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს.