ახალი ამბები

სოფელ უდაბნოს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

პროექტი სადაწნეო მაგისტრალის მშენებლობას, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, საქლორატოროსა და ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიორგი კობერიძის განცხადებით, სოფელ უდაბნოს მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას სასმელი წყლის მოსამარაგებლად ასეულობით მეტრის გავლა უწევდა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.