ახალი ამბები

ტორესა მოსი – ჩვენი მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება

როგორც ტორესა მოსიმ knews.ge-ს განუცხადა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატის მოპოვების შემთხვევაში, თელავისათვის კულტურული ქალაქის სტატუსის დაბრუნებისა და სოფლის მეურნებაში დასაქმებული მეურნეების მხარდაჭერის მიზნით ყველა ღონისძიებას განახორციელებს.
,,დიდი ხანია ვემზადებით წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რადგან გვინდა, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია იყოს აგებული აკადემიურ მსჯელობაზე. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი საარჩევნო პროგრამების შესახებ, დავანახოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარებას, სადაც მათ ვთხოვთ ნდობის გამოცხადებას. ამისთვის ვეცდებით გამოვიყენოთ ისეთი ფორმები, რაც გამორიცხავს საარჩევნო ტემპერატურის ზედმეტ აწევას და უზრუნველყოფს მაქსიმალური ინფორმაციის მიტანას მოსახლეობამდე“, – განუცხადა knews.ge-ს ტორესა მოსიმ.