თელავის უნივერსიტეტში ეკო კლუბი ჩამოყალიბდება
როგორც თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მაგდა დავითაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ეკო კლუბის დაფუძნების ძირითადი მიზანი გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება. პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები გაიმართება და ამ მიმართულებით სკოლის მოსწავლეებთან ლექციები ჩატარდება.
„გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისათვის, ვფიქრობ, ჩამოვაყალიბო ეკო-კლუბი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საჯარო სკოლების ურთიერთობის საქმეში. კლუბი ითანამშრომლებს საჯარო სკოლებთან და ხელს შეუწყობს ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის. ჩატარდება გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციები, სემინარები და კონკურსები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლებას და ჩვენი ფაკულტეტის პოპულარიზაციას“, – განუცხადა knews.ge-ს მაგდა დავითაშვილმა.