ტორესა მოსი-ჩემი ინიციატივაა საარჩევნოდ სააგიტაციო პლაკატები არ გამოვიყენოთ
როგორც მოსიაშვილმა knews.ge-ს მოსიაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნოდ ქალაქის დანაგვიანებისა და მისი იერსახის დამახინების თავიდან აცილების მიზნით პარტიები საერთო ქცევის წესებზე უნდა შეთანხმდნენ და არ გამოიყენონ საარჩევნო პლაკატები.
,,ჩემი ინიციატივაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ გამოვიყენოთ საარჩევნო პლაკატები და არ შევიდეთ ე.წ ,,პლაკატების ბრძოლაში’’ ერთმანეთთან. ეს ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. კარგი იქნება, მოვძებნოთ ალტერნატიული ფორმები პლაკატების ჩასანაცვლებლად. ეს შეიძლება იყოს ბილბორდები, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოიხსნება. იმისათვის რომ გვქონდეს საშუალება მოსახლეობას ჩვენი კანდიდატები წარვუდგინოთ, არ არის აუცილებელი ქალაქის დანაგვიანება’’,- განუცხადა Knews.ge-ს ტორესა მოსიმ.
მოსიაშვილის ინიციატივას დადებითად აფასებენ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ნანა დევიძის განცხადებით, მუდმივად არსებობს არჩევნების შემდეგ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის პრობლემა, რომელი აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
,,საინტერესო ინიციატივაა, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აგიტაციას და უშუალოდ პლაკატების გაკვრას. კარგი იქნება, რომ არჩევნების შემდეგ არ იყოს შენობებზე ისევ დარჩენილი სააგიტაციო მასალა და უფრო ცივილური ხერხები იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ. რამდენად გაიზიარებენ პარტიები ამ ინიციატივას ეს მათი გადასაწყვეტია,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნანა დევიძემ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.