ახალი ამბები

თელავის საოლქო კომისია – ყველა პარტიასთან თანამშრომლობისათვის მზად ვართ

მისივე თქმით, ნებისმიერ პირს შეუძლია დაუკავშირდეს კომისიას და მიიღოს ზუსტი და საჭირო ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდზე, არჩევნების მიმდინარეობისა და საოლქო კომისიების უფლებამოსილების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე კალმახელიძემ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
,,საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ითანამშრომლოს და თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტთან. ჩვენ შეგვიძლია მათ მივაწოდოთ ყველა სახის ინფორმაცია რაც დააინტერესებთ. მაგალითად, როგორ შეიძლება მოიძიონ სასურველი ინფორმაცია პარტიებმა და დაინტერესებულმა პირებმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე სად შეიძლება ნახონ სახელმძღვანელო, რა არის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება, როგორ ხდება მათი ფუნქციების გადანაწილება, რამდენია ოლქში ამომრჩეველი და სხვა,‘’- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რჩება, თუმცა არსებითად შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბარი უნდა იყოს. კახეთში 6 საარჩევნო ოლქი შეიქმნა. თელავის 27-ე საარჩევნო ოლქში გაერთიანდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, თელავის თემის სოფლები აკურა, კისისხევი, კონდოლი, კურდღელაური, ქვემო ხოდაშენი, შალაური და წინანდალი და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქი ყვარელი, სოფლები შილდა, ენისელი, საბუე და გრემი.