საარჩევნო სპეცუბნები გამონაკლის შემთხვევაში შეიქმნება
”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა 80-ხმით მიიღო. პროექტის მიხედვით, ცვლილებებით რეგულირდება გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნის შექმნის საკითხი (პენიტენციური დაწესებულებები, სათნოების სახლი, საავადმყოფოები და სხვ.)
ზუსტდება სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის წესი. ცვლილების მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში მონაწილეობას მიიღებს ის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არჩევნების დღისათვის 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით განთავსებულია დისლოკაციის ადგილზე ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.