გურჯაანში მოსახლეობას შემოსავლების სამსახურის მოძრავი მანქანა მოემსახურება
ავტომობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან განთავსდება. მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა 10:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.
16:00 საათზე კი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი გამგეობის შენობაში ღია კარის დღეს ჩაატარებს და შეხვედრას გამართავს გადასახადის გადამხდელებთან.