ახალი ამბები

ოთარ დანელია – კოლეჯი „აისი“ შრომის ბაზარზე არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს

ოთარ დანელიამ განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად დაათვალიერა კოლეჯ „აისის“ სასწავლო კორპუსი, სადაც მიმდინარე წლის მაისში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ მოინახულეს კოლეჯის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოებიც: ღვინის სახლი, ღვინის ლაბორატორია, ტრადიციული მარანი, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო, სტუდენტთა პანსიონი და ხელოვნების სასახლე. ისინი შეხვდნენ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებსა და მასწავლებლბს, გაეცნენ კოლეჯში განხორციელებულ პროფესიულ-საგანმანათლებო და მოდულური სწავლების პროგრამებს. განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც პროფესიულ განათლებაშია.