კახეთში კალიების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, დღეისათვის კახეთის რეგიონში – სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი, ქვეყნის მასშტაბით კი – 4300 ჰა ფართობი.
,,კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებს და მოსავალს. შესაბამისად, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალს შემცირებისა და ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“ , – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებით და ეფექტიანი პრეპარატებით ხორციელდება. მისივე თქმით, ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის გავრცელების არეალი.