კოლეჯ „აისში“ დუალური განათლების გერმანული მოდელი დაინერგა
გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელი დაინერგა. კოლეჯის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ მოდელის მიხედვით სწავლება სასწავლებლის მეღვინეობის მიმართულებით ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს.
,,სწავლება პროფესიულ განათლებაში ხდება კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებით, ქვეყნის ისტორიულ/ტრადიციული ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ინოვაციური მიდგომების დანერგვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით არის შესაძლებელი“, – აცხადებენ სასწავლებელში.
აღნიშნული სასწავლო რეფორმა მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.