თელავში მეფუტკრე ფერმერებს დარგში არსებულ სიახლეებს გააცნობენ
შეხვედრის თემას მეფუტკრეობის დარგში კოოპერატივის შექმნის შესახებ ინფორმაციისა და პროცედურების გაცნობა წარმოადგენს. ,,გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის შესახებ ინფორმაციისა, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს თუ რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო კონკრეტულად ამ დარგის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ სააგენტოში.
საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება, ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.