ყვარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
დეპარტამენტის თანამშრომლების თქმით, მოქალაქე მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდა.
,,სამართალდარღვევის იარაღები და 9 კგ ხრამულის და 7 კგ ფიჩხულის სახეობის თევზი დაილუქა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა”,- განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.