სოფელ გიორგეთში კომპოსტის ყუთები განთავსდა
მსგავს ყუთებს დამატებით 3 ოჯახი დადგამს. პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორის კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყნის სასოფლო-სამეურნო და ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვენლოვან მიმართულებას წარმოადგენდეს კომპოსტირება, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ თემის აქტუალიზაცია და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
,,კომპოსტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ორგანული ნარჩენის შემცირება შეუძლია და ამასთანავე იძლევა დამატებით სარგებელს, ორგანული სასუქის სახით. 2015 წელს ასევე ჭMთღ პროგრამის ფარგლებში გაკეთებულ კვლევაში „ნარჩენების მართვის სექტორში ხარჯთსარგებლიანობის ანგარიში“, რომელმაც გამოკვეთა კომპოსტირების ფართო მასშტაბიანი პროგრამების სარგებელი ნარჩენების მართვის ხარჯების შემცირების, ეკონომიკური სარგებლისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების კუთხით“, – განაცხადა Knews.ge_სთან სუხიტაშვილმა.