თელავში პარტიების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დისკუსიას გამართავენ
ღონისძიება ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება. შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფი. შეხვედრის მთავარი მომხსენებელი საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნარკოლოგი თამარ სირბილაძე.
,,საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. ამ შეხვედრის ფორმატის მიხედვით დამსწრე საზოგადოება, მათ შორის დარგის ექსპერტები, რამოდენიმე აქტუალურ შეკითხვას დაუსვამენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც მიეცემათ 5-7 წუთი შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და იმის ჩამოსაყალიბებლად, თუ როგორი ნარკო-პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს მათი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და რას შეცვლიან ისინი არსებულ მიდგომებში“, – აცხადებს სირბილაძე.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ნარკოპოლიტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საკითხის ახლებურად გაშუქება და პოლიტიკურ დისკურსში ცვლილების შეტანაა.
,,შეხვედაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მედია და დაინტერესებული პირები”, – აცხადებენ საკოორდინაციო ჯგუფში.