თელავიდან ,,IDF ბანაკი-2016“–ში მონაწილეობას 350 ახალგაზრდა მიიღებს
ღონისძიების ორგანიზატორის, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის კახეთის რეგიონული მენეჯერის, თამარ ლამაზოშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდები მოინახულებენ ხონის რაიონის სოფელ გორდში ოკაცეს კანიონს.
მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დაწყებულია და წელს თელავიდან 350–ზე მეტ ახალგაზრდას მიეცემა ბანაკში მონაწილეობის საშუალება.
,,მონაწილეთა შერჩევის ეტაპი დაწყებულია და თვის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია 13 წელს ზევით. გასულ წელს ბანაკში თელავიდან 500 ახალგაზრდა იყო ჩართული, კახეთიდან 2 000, ხოლო ჯამში საქართველოდან 10000 მოანწილე. წელს ბანაკის ხანგრძლივობა მოიცავს 6 დღეს. ბანაკი 18 ივლისიდან დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება,’’– განუცხადა knews.ge-ს თამარ ლამაზოშვილმა.
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში 22 ივნისს დაგეგმილი შეხვედრაზე ახალგაზრდები დეტალურად გაეცნობიან პირობებს.