თელავში ინდიელებმა მუსიკალური შოუ მოაწყეს
მუსიკის მოსმენასთან ერთად ღია ცის ქვეშ ინდიელების კულტურის თაყვანისმცემლებს მათი სამკაულების შეძენაც შეეძლოთ. მუსიკოსები თელავიდან უკვე გაემგზავრნენ და ტურნეს კახეთის ქალაქებში განაგრძობენ. ქუჩის მუსიკოსები ღია ცის ქვეშ ნაციონალურ მელოდებს აჟღერებენ. ამბობენ, რომ თელავში თავი კარგად იგრძნეს, რადგან მათ მოსასმენად ქუჩაში ბევრი ადამიანი შეიკრიბა.
,,ბევრი ადამიანი გაჩერდა, ისმენდა ჩვენს მუსიკას, სიმღერას, იღებდნენ ვიდეოებს და ფოტოებს ჩვენთან. მინდა გითხრათ, რომ ხელნაკეთი ინსტრუმენტები თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს თელავში გაიყიდა ჩვენი სიმღერების დისკები, ასევე ჩვენი ხელით შექმნილი სუვენირები და სხვადასხვა ნივთები. ამით, ჩვენი მუსიკის პოპულარიზაციას ვახდენთ მსოფლიოში“, – განაცხადა knews.ge-სთან ანდრესმა.