ახალი ამბები

ენმ-ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან ბეჟაშვილია

დეპუტატის მანდატისთვის კახეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს. ამომრჩეველთან დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრა სიღნაღის ცენტრში შედგა და მას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. ბეჟაშვილმა, მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო.

,,ქვეყანას სჭირდება ამუშავება და წინსვლა. ხალხი უიმედოა ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში და გველოდება ჩვენ, რომ 8 ოქტომბერს ხალხთან ერთად შევძლოთ საქართველოს წინსვლა,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.