ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალის თანამშრომლები დრონის მართვას სწავლობენ

როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულმანიძემ განუცხადა, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ლაგოდეხის ნაკრძალში პრაქტიკაში დაინერგება უპილოტო საფრენი აპარატებით მონიტორინგი. უკვე განხორციელდა საცდელი ფრენა სოფელ რაჭისუბნის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე.
,,ლაგოდეხის ნაკრძალი მოწინავეა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენები. ფოტო-მახის დახმარებით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი 4 წელია რაც დავნერგეთ. სწორედ ეს დაგვეხმარა ბევრი ბრაკონიერის აღმოჩენაში. ტექნიკა ვითარდება და ეს მიღწევები აუცილებელია ჩვენს საქმეშიც იყოს გამოყენებული. ამ კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ რამდნეიმე დღის წინ პირველი დრონი ვაფრინეთ. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში არჩეულია თვითმფრინავის ფორმის მოდელი ელექტროძრავაზე, რომელსაც უფრო დიდ მანძილზე შეუძლია ფრენა, ვიდრე ვერტმფრენის ტიპის დრონებს. ვფიქრობთ, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვისაც. დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ახალი ტექნოლოგიების გამოსაყენებმად გაიარონ წვრთნები, როგორ მართონ დრონი“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
შეგახსნებთ, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის კომპანია „Mymobile“-მ უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა. უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ღირებულება 15 ათას ლარამდეა, დამონტაჟებულია კამერა, რომელის მეშვეობითაც ნაკრძალიას ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა და ბრაკონიერობის მონიტორინგი განხორციელდება. ამ დრომდე ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით ხორციელდება.