ახალი ამბები

შშმ ჩვილებისათვის საოჯახო ტიპის სახლები აშენდება

პროექტში 40 ბენეფიციარია ჩართული. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სექტემბრიდან განხორციელდება და საოჯახო ტიპის სახლებში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ჩვილ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. 
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ასეთი ბავშვებისათვის საოჯახო მომსახურების ახალი ტიპის შეთავაზება. პროგრამის მთავარი დანიშნულებაა ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ამ ბავშვებს მოუარონ“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. 
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს.