ახალი ამბები

დღეიდან კახეთში ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა ელჭექით. მისივე განცხადებით, უამინდობა ორი დღე გაგრძელდება, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება. 
ჰიდრომეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას და ტემპერატურის მატებას 18 ივნისიდან პროგნოზირებენ.