ახალი ამბები

კახეთში ვენახებს ჭრაქი გაუჩნდა

როგორც knews.ge-ს ფერმერმა შალიკო ნაპირელმა განუცხადა, გადაუღებელმა წვიმებმა ენახებს ჭრაქი გაუჩინა.
,,ვაზს ყველა წამლობა ჩავუტარე, ვალზე ვყიდულობდი შხამქიმიკატებს და ისე ვწამლიდი, მაგრამ შრომა წყალში ჩამეყარა. ქალაქ გურჯაანში და სოფლებში ბევრს გაუფუჭდა ვენახები, ზოგს დაესეტყვა და ზოგისას კი ჭრაქი გაუჩნდა, ვეღარ შველიან. არ ვიცი, უამინდობის ბრალია თუ უხარისხო შხამქიმიკატისა. რა გამოდის ჩენი შრომა, მოსავალი არ მოდის ბოლოში როცა გავდივართ, ვწვალობთ და რისთვის. ამ მიზეზების გამო გლეხმა ხელი აიღო სოფლის მეურნეობაზე და კულტურების მოყვანაზე. მოგება ჩვენ არ გვრჩება და მოსავალი, მაგრამ ვაზზე ხელს მაინც ვერ ვიღებ“, – განუცხადა knews.ge-ს შალიკო ნაპირელმა.
ექსპერტები სოფლის მეურნეობის დარგში განმარტავენ, რომ ჭრაქისს და ზოგადად ვაზის სხვადასხვა დაავადების განვითარება პირდაპირ დამოკიდებულებაშია ტემპერატურასა და ტენიანობასთან.
,,ხალხს ვურჩევთ, რომ ის პრეპარატი, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ვაზის შესაწამლად, შეიძინონ სერტიფიცირებულ მაღაზიებში, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილონ და შედეგიც კარგი მიიღონ“.