სიღნაღში ოფთალმიჯი საქველმოქმედო აქციას ორი დღის განმავლობაში ჩაატარებს
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კლინიკის ექიმები მოსახლეობას თვალის უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
“თვალის უფასო გამოკვლევები სოფელ ნუკრიანში 17 ივნისს 13:00 საათიდან, ხოლო 18 ივნისს სოფელ ბოდბისხევში 11:00 საათიდან დაიწყება. გამოკვლევების საფუძველზე იმ პაციენტებს, რომელთაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდებათ, 30 ივნისს, ქალაქ წნორში, იმავე კლინიკის ექიმები უფასო ოპერაციას ჩაუტარებენ”, – განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

