ახალი ამბები

სიღნაღში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალი ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტიურობის ზრდას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართება. დაგეგმილია ინტელექტუალური თამაშების ,,რა სად როდის“ და ,,ცოდნა ნაყინია” ჩატარებაც. ფესტივალის მეორე დღეს მოწვეული და ადგილობრივი მომღელები კონცერტს გამართავენ. ფესტივალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა და რეგიონის განვითარების ცენტრი აფინანსებს.