ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე კარის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მაჭის (თოღის) ციხე-დარბაზი და ეკლესია ლაგოდეხიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ტურისტებისთვის შედგენილი 5 მარშრუტიდან ერთ-ერთის, მაჭის ციხის მარშრუტის ფარგლებში ვიზიტორებს კარის ეკლესის მონახულების შესაძლებლობა აქვთ. 
სულამანიძესვე განცხადებით, კარის ეკლესია მეექვსე საუკუნით თარიღდება და ის ვიზიტორების დიდ ინტერესებას იწვევს.
,,ციხისა და ეკლესიის ნახვა ვიზიტორებს მაჭის ციხის მარშრუტის ფარგლებში შეუძლიათ. ამ ტერიტორიებზე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო და ამ დრომდე შემორჩენილია მეექვსე საუკუნის კარის ეკლესია. მიმდინარე წელს დაგეგმილია რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ნაკრძალში გვაქვს 5 ტურისტული მარშრუტი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი. იწყება 800 მეტრიანი ბილიკით, რომელსაც ,,ბუნების შემეცნებითი ბილიკი’’ ქვია და გათვლილია ბავშვებზე. მათ აქვთ საშუალება, რომ სხვადასხვა სურათების და სათამაშოების დახმარებით შეიცნონ ბუნება. გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი საშუალო სირთულის ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერების მარშრუტი. ნინოსხევის ჩანჩქერი 40 მეტრიანი წყალვარდნილია და ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს,’’- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.