ახალი ამბები

სიღნაღში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება

,,კონცერტი სახელწოდებით ,,იმედის ხელი მომავალს” გაიმართება სოფელ ჯუგაანში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,დღის ცენტრის ბენეფიციარები” დასახმარებლად. მადლობა იმ მომღერლებს ვინც მონაწილეობას იღებს ღონისძიებაში და მადლობა მათ, ვისაც გულით უნდოდა და ვერ ახერხებს. შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ მომავლისთვის და მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა“, – აცხადებს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი გურამ არუთინაშვილი.