ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების რიცხვი 42%-ით გაიზარდა

,,მინდა ავღნიშნო რომ წლევანდელი წელი მართლაც რომ გამორჩეულია. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ტურისტების რიცხვი. თუ გასულ წლებში ქართველი ტურისტების პროცენტული მაჩვენებელი 55-65%-ს შეადგენდა, წელს თითქმის 50-50-ზე იყოფა ეს რიცხვი. უცხოელების აქტიურობაა დიდი რა ძალიან სასიხარულოა“, – აცხადებს ვაშლოვანის ადმინისტრაციი წარმომადგენელი ვაჟა ჩერქეზიშვილი.
მისივე განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე შესვლა და დათვალიერება უფასოა, ფასიანია მხოლოდ ღამისთევა, თევზაობა და სპორტული თევზაობა. ,,ვაშლოვანის ნაკრძალს დედოფლისწყაროს სავიზიტო ბარათს გასულ წელს ჯამში ნაკრძალს 9 ათას ვიზიტორამდე ესტუმრა“. 
ადმინისტრაციის მიერ გავცელებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს შემოსავალი 143%-ით გაიზარდა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა ბუნბრივი ფაქტორების ზემოქმედებით, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთისგან განსხვაებული არიდული ლანდშაფტი ჩამოყალიბდა. ესენია: უდაბნოს, ნახევრადუდაბნოს, სტეპური, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონები.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა აქ გვხვდება – ჭალის ტყეები, კლდის ქსეროფიტები, მთის წინეთის ძეძვიანები და თიხნარის მცენარეულობა. დაცულ ტერიტორიაზე აღწერილი 600 მცენარის სახეობიდან 28 კავკასიის და 5 საქართველოს ენდემია.