ახალი ამბები

ენმ მთავრობას სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად ღონისძიებათა პაკეტს სთავაზობს

 პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაზაფხულის განმავლობაში ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების სოფლები სერ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით შეამცირებდა ზარალს, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ივანიშვილის ყველა სხვა დაპირება.
,,დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ მშრომელი ოჯახებისთვის არაფრის მომცემია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც მთავრობამ 2014-2015 წლებში15 მლნ ლარი დახარჯა. სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ დასეტყვილი ვენახებისა და ნათესების პატრონებს დამდგარი ზარალი აუნაზღაურონ. იმ კატასტროფული ზარალის ფონზე, რაც მანავის მოსახლეობამ 12 ივნისის საღამოს მიიღო. მთავრობას ვთავაზობთ ღონისძიებათა პაკეტს, რომელიც მან უნდა განახორციელოს: დეტალურად აღრიცხოს მოსავლის ზარალი, ასევე დადგინდეს, რა თანხაა საჭირო თავად ვენახების გადასარჩენად; მოელეპარაკოს აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს, რომ იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ აგროდაზღვევა, გაიცეს ზარალის ანაზღაურება და გაიცეს ის სამართლიანად; მოელაპარაკოს საფინანსო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოჯახებისთვის კრედიტების გადახდის ვადების ერთი წლით გადაწევაზე”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელუსუფლებას ზემოაღნიშნული ღონისძიებებისათვის აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდი და, აგრეთვე, რთველის სუბსიდირებაზე განსაზღვრული თანხები.
,,ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სტიქიამ კახეთში 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა.