ახალი ამბები

თელავში იურისტის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა

,, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს ერუდირებულ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივპროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 19 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. სასურველი ოფისის მდებარეობის და თქვენი არჩევანის შესაბამისად, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ „იურისტი-თელავი“.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე