ახალი ამბები

28 წლის სამთაწყაროელი ორსულის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველო იძიებს. მომხდარის შესახებ მოკვლევას სიღნაღის სასამართლოს ნებართვის შემდეგ აპირებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოც. შეგახსენებთ რომ წნორის სამშობიარო კლინიკაში სამთაწყაროელი 28 წლის იამზე ბერიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ოჯახის წევრები სამშობიაროს ექიმებს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მშობიარე კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ექიმების გულგრილობისა და დაუდევრობის გამო ახალგაზრდა ქალს მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა.
,,იამზე სოფლის საბავშვო ბაღში მუშაობდა და არ გვსმენია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ქონოდა. გავიგეთ, რომ ახალშობილი ბიჭუნა გადარჩა და კარგად არის“, – ამბობენ სოფელში.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, რომ მშობიარე ქალი კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა მშობიარე თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.