ახალი ამბები

სეტყვამ საგარეჯოს ორ სოფელში 300 ჰექტარამდე ვენახი გაანადგურა

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფლებში მანავსა და ბურდიანშია, სადაც სტიქიამ ვენახები და ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უწყებაში შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს უმოკლეს დროში დაითვლის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რა სახით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულ ფერმერებს, ზარალის სრულად აღწერის შემდეგ გახდება ცნობილი.