ახალი ამბები

კახეთში დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძეს განცხადებით, დღეს შედარებით გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რაიონში, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში, შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით მოიმატებს და +23 +28 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
,,13 ივნისიდან ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +24 +29 გრადუსი სითბო შენარჩნდება. 14 ივნისს კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და აღმოსავლეთში იქნება +27 + 32 გრადუსი იქნება”, – განაცხადა ნიორაძემ.