ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა
,,7 ივნისს, 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიერ 3 634 საარჩევნო უბანი შექმნეს, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები. შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი, ასევე, ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 22 სექტემბრისა უნდა მიმართოს და ცვლილების შეტანა მოითხოვოს”, -განაცხადეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მიიღებს მორიგ განახლებულ მონაცემებს, რის საფუძველზეც ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ განახლდება.

