ახალი ამბები

გურჯაანში ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

უწყების ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.