ახალი ამბები

ღია წერილი საქართველოს მთავრობას საგარეჯოდან

,,საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს აუცილებლად გადაეცემათ მასალა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენ ქვეყანაში მათი მოქალაქეების ყოფნა არ არის უსაფრთხო. შარშან მომიხდა ავარია, შემთვევის ადგილზე მოსულმა კახეთის სამხარეოს პატრულის თანამშრომლებმა (სიმონიშვლმა, გოჩიტაშვილმა) კი შეგნებულად თუ შეუგნებლად გამამტყუნეს მე იქ , სადაც ცამდე მართალი ვიყავი. მე მათ მოვუგე სასამრთლო (ჩემი მანქანა კი ახლაც საჯარიმოზე გდია და ჩემთვის მოყენებული ამდენ თვიანი “უხერხულობისთვის” ბოდიშიც კი არ მოუხდიათ), ქვეყნის ბიუჯეტში კი არ შესულა თანხა, რომელიც დამნაშავე მხარეს უნდა გადაეხადა. საქართველოში, სადაც 2-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება ავტო საგზაო შემთვევების დროს ვიდრე ევროპაში საშუალოდ, კანონის დაცვას აკონტროლებენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც თავად არ იციან კანონები. რისთვის გიხდით მე ხელფასს? რადგანაც ადგილობრივი მთავრობის იმედი აღარ დამრჩა რომ ისინი ოდესმე საპატრულო სამსახურს გაწმენდენ, გადაწყვიტონ უცხო ქვეყნების საელჩოებმა, ურჩიონ თუ არა საკუთარ მოქალაქეებს აქ ჩამოსვლა. მე კი პირადად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას, რომ მომავალ არჩევნებზე თქვენ მხარი აღარასოდეს დაგიჭიროთ თუნდაც თქვენი უთავბოლო საკადრო პოლიტიკის გამო“.