სოფელ კაბალში ბრუცელოზზე სკრინინგის აქცია ჩატარდება
მოსახლეობას გამოკვლევებს ჩაუტარებენ სპირიდონ ვირსალაზის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
,,აქციის ფარგლებში მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, უფასოდ მიიღოს კვალიფიციური პარაზიტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროს სწრაფი ტესტი ბრუცელოზის გამოსავლენად და ღვიძლის ექოსკოპია ექინოკოკური ცისტების არსებობის დასადგენად. აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

