საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირმა დამატებით 120 მილიონი ლარი (50 მილიონი ევრო) გამოყოფს
ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანსსურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. სოფლად სიღარიბის დაძლევისთვის,ENPARD-ის პროგრამა მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.მასთან, ქალაქისა და სოფლის თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ENPARD-ისოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სამთავრობო პროგრამების ხელშეწყობას და აჭარასა და აფხაზეთში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრმების პირდაპირ დახმარებას უზრუნველყოფს.
ENPARD-ის ახალი ფაზა წარსულ გამოცდილებას ეფუძნება. პირველი ფაზის ფარგლებში დაწყებული სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირება, მათი ინსტიტუციონალური გაძლიერება და მცირე ფერმერთა ქმედითუნარიანობის ამაღლება,მათი კოოპერაციის ხელშეწყობისა და ტექნიკური დახმარების გზით, ამჟამადაც ხორციელდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ENPARD-მა ხელშესახებ შედეგებს მიაღწია: ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული 1000-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ფერმერებს წარმოებისა და ტექნიკით სარგებლობის ხარჯებს მკვეთრად უმცირებს. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში დაფუძნებული 52 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციაზე წვდომასა და გადამზადების საშუალებას აძლევს პერსპექტვაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო ეფექტიანი უწყება გახდება, რაც სექტორში უკეთესი პოლიტიკის გატარებას და ფერმერთა მეტად დახმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: www.eeas.europa.eu/delegations/georgia
ინფორმაციითვის გთხოვთ დაუკავშირდით:საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას: კომუნიკაციების მენეჯერს, მიკოლა ბეკასიაკს, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu