ახალი ამბები

გურჯაანში გადავსებული ბუნკერები ნაგავს ვეღარ იტევს

,,აქვე ვცხოვრობ და საშინელი სუნი დგება, როდესაც ნაგვის ბუნკერები ივსება და მისი დროული დაცლა ვერ ხერხდება. არის ანტისანიტარია, ნაგვის გარშემო გროვდებიან მაწანწალა ძაღლები და უამრავი მწერი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები შეიძლება, აღმოჩნდნენ. რაც ტემპერატურა იმატებს, მით აუტანელი ხდება აქ ცხოვრება და ფანჯრების გახსნა“, – აცხადებს Knews.ge-სთან მანანა გოგილაშვილი.
მოსახლეობის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის დასუფთავების სამსახურს, თუმცა უშედეგოდ.