ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, გამოფენა დამთვალიერებელს ორიგინალური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს.
,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურებსა და გამოფენას მასპინძლობს. ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ინფორმაცია ქართული ფულის ისტორიის და ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს, შესახებ მიიღეს. სტუდენტები ასევე გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ვალუტას, რომელიც მუზეუმში ფართოდაა წარმოდგენილი“, – აცხადებენ მუზეუმში.
გამოფენაზე მიმოქცევიდან ამოღებულ და მოქმედ ფულად ნიშნებთან ერთად, სტუმრებს განადგურებული ფულისგან დამზადებული ლარის სიმბოლოს კონსტრუქციის და შესაბამისი ფოტომასალის ნახვა შეუძლიათ.