გურჯაანელმა ინტელექტუალმა სატელვიზიო შოუში 25 ათასი ლარი მოიგო
იგი, ამჟამად სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორია. თამაშის ბოლო, „მძიმე ეტაპი” მონაწილემ ყოველგვარი დახმარების გარეშე დასძლია. კითხვა, რომელმაც ამურს გამარჯვება მოუტანა არქიტექტურიდან იყო და კორინთული ორდერის სპულპტურული ორნამენტის სტილიზებულ დეკორს შეეხებოდა, რომლის პასუხიც აკანთი იყო. ამურ ხარტონაშვილი მოგებული ფულით მანქანის შეძენას აპირებს.