ყვარელში „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის განხილვა გაიმართა
შეხვედრაზე იმსჯელეს დოკუმენტის ძირითად პრინციპულ საკითხებსა და კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
,,ახალი კოდექსით საფუძველი ეყრება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, აღდგება სატყეო მეურნეობები, დაინერგება მრავალფუნქციური ტყითსარგებლობის სისტემა, შეიქმნება მერქნის ლეგალური ბაზარი, მერქნული რესურსი ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისათვის, ეტაპობრივად გაუქმდება სოციალური ჭრები, ადგილობრივი მოსახლეობა ტყის მართვაში დასაქმდება”,- განაცხადა სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.
განხილვას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია, ეკატერინე გრიგალავა, ბესარიონ აბაშიზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ეროვნული საშენი მეურნეობისა და გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ხელძღვანელები, აგრეთვე კოდექსის შემუშავების მაკოორდინირებელი კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.