ახალი ამბები

თელავსა და სიღნაღში კოოპერატივების შექმნის მიზნით ახალი პროექტი იწყება

პროექტის ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა საწყისი დაფინანსების უზრუნველყოფით. კონკურსის წესით შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერატიული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები (თითო ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 მსურველისაგან/დამფუძნებლისაგან), მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის პრეცენდენტების გაჩენა რეგიონში, საფუძველს ჩაუყრის მსგავსი ინიციატივების წახალისებას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შევსების მსურველებმა იხილეთ ლინქი