თელავში მცხოვრებ დევნილებს გასახლებას უპირებენ
დოკუმენტის მიხედვით, თვითნებურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი სახლების დაცლას სთხოვენ. ამ დრომდე უცნობია, როდის დააკმაყოფილებენ დევნილები თინათინ ხიდაშელის უწყების მოთხოვნას და სად გამოყოფენ მათ თავშესაფარს. დევნილების განცხადებით, ამ დრომდე მათ არავინ გასაუბრებიათ. ,,ჩვენთან არავინ მოსულა და არც ფართი შემოუთავაზებია. სად წავიდეთ ქუჩაში ხომ ვერ დავრჩებით? ამ ტერიტორიაზე ვინც ვცხოვრობთ, ბევრს არ გვაქვს ეს ფართი დაკანონებული და ვისაც მფლობელობაში აქვს, მათ დატოვებენ თუ რა მოხდება ვერ ვიგებთ”, – განუცხადეს Knews.ge_ს დევნილებმა.