კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა
ამის შესახებ ძოძუაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ”დელტამ” რაკეტების წარმოებისთვის თანხა თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა.
ძოძუაშვილის განცხადებით, შეზღუდვა არსებობდა ”საქჰაერონავიგაციისგან”, რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.
”რა თქმა უნდა, რადარმა ღრუბელი დააფიქსირა, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა ”საქჰაერონავიგაციის” მხრიდანაც იყო შეზღუდვა – თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით აღჭურვილი იყო, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე წერტილები რაკეტების გარეშე”, – განაცხადა ძოძუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საცეცხლე წერტილებში რაკეტების არყოფნა გამოიწვია იმან, რომ ისინი არ იყო წარმოებული.
სსტც ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შარშან რაკეტების ნაწილის შეისყიდეს, ნაწილისთვის კი კომპონენტები შეიძინეს, რათა საქართველოში ეწარმოებინათ. ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ წარმოებაზე უფრო ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა.
”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ”დელტას” უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდერე მის შენახვას საბიუჯეტო ასიგნებები სჭირდება.