გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართება
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობენ კონსერვატორიის სტუდენტები, კონცერტმაისტერი ლელა უსეინაშვილი, სახალხო არტისტი, სახელმწიფო და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატი დოქტორი-პროფესორი თემურ გუგუშვილი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტები. კონცერტს გაუძღვებიან ოპერის სოლისტი თემურ გუგუშვილი და ასოცირებული პროფესორი ავთანდილ რევიშვილი. ღონისძიება გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობაში, 16:00 საათზე, დაიწყება.