ახალი ამბები

თელავში სილამაზის კონკურსის შესარჩევი ტური გაიმართება

ქალაქ თელავის მერიაში აცხადებენ, რომ 17 წლიდან 25 წლის ჩათვლით გოგონებსა და ვაჟებს საშუალება ეძლევათ კონკურენცია გაუწიონ საქართველოში ჩამოსულ 30 ქვეყნის წარმომადგენელს. 
,,კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე პორტუგალიაში. კონკურსის პატარა “miss & mister planet” საქართველო – 2016 -ის ქასთინგზე მონაწილეობა შეუძლია 4 წლიდან 16 წლის ჩათვლით გოგონებს და ვაჟებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულები გაემგზავრეიან ბულგარეთში მსოფლიო ფინალზე”, – აცხადებენ მერიაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თელავის მერიის კულტურის სამსახურში. მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე – 595 555 944. 
შესარჩევი კონკურსი გაიმართება ქალაქ თელავში, ჭადრის ქ. #2.